суббота, 10 января 2009 г.

ჩემი უბანი - ჭალა

გამარჯობა! მე ნიკა ხაბელაშვილი ვარ. ვცხოვრობ გორკის ქუჩა 181-ში ხუთსართულიან სახლში მეორე სართულზე. ჩემი ბინის ფანჯრებიდან სამხრეთით მოჩანს ულამაზესი ტყიანი მთები, მდინარე მტკვარი და მტკვრის პირას ბუნებრივად გაშენებული ჭალა. ალბათ, ამიტომ ჰქვია ჩვენს უბანს ჭალის უბანი. სანამ ჩვენი უბანი გაშენდებოდა, აქ ტყე იყო და ხალხი სანადიროდ და სათევზაოდ დადიოდა. ალაგ-ალაგ ყოფილა ჭაობი, რომელიც ქვიშით ამოავსეს და მის ადგილას სახლები ააშენეს. ჩემს უბანში სახლები ძირითადად 1988-90 წლებშია აშენებული, ასე, რომ უბანი ახალია. მინდოდა, ინტერვიუ ამეღო უხუცესისაგან, მაგრამ ასეთი ვერავინ ვნახე.
ჩემს სახლთან ახლოს არის სპორტული მოედანი,სადაც ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად თამაში.